სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰით ბათუმი 2015“ პროექტის ფარგლებში „ქუჩის პიანინომ“ სტარტი აიღო

პროექტი „ქუჩის პიანინო“ ბათუმში დაიწყო. 10 მოხატული პიანინო, რომელიც ზღვისპირა ქალაქის ცენტრში - ძველ ბულვარში 10 ლოკაციაზე განთავსდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს უკვე ელის. ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს 2 თვის განმავლობაში დღის ნებისმიერ დროს შესაძლებლობა ეძლევა მივიდეს, დაუკრას, მოუსმინონ, ისიამოვნოს, გამოამჟღავნოს საკუთარი ნიჭი, გადაიღოს სამახსოვრო ფოტო ან ვიდეო, ატვირთოს სოციალურ ქსელში და გახდეს პოპულარული.

„საკმაოდ საინტერესო პროექტია. მასში მონაწილეობდა ხუთი ახალგაზრდა მხატვარი, რომლებმაც ინსტრუმენტები ფერადი საღებავებით სხვადასხვა ორნამენტებით მოხატეს. სთრით-არტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა ხელოვნებაში. ამჯერად, მოხატვის ობიექტი ქუჩის ნაცვლად, ინსტრუმენტია. გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად ლამაზი და მიმზიდველია, პროექტს სპეციალური დატვირთვაც გააჩნია, მოიზიდოს ტურისტები და გაართოს საზოგადოება. ანალოგიური სახის ღონისძიებები უცხოეთში საკმაოდ პოპულარულია და ხშირად იმართება, განსაკუთრებით კი, საკურორტო ქალაქებში, “ - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბეკო ლეჟავა.

თამუნა წახნაგია, მარიამ ქებურია, გიორგი გაგოშიძე, მიშიკო სულაკაური და საბა ჩილინდრიშვილი - ეს ის ახალგაზრდა მხატვარები არიან, რომლებმაც ბათუმელებისა და მათი სტუმრების „ფერად საღამოებზე“ იზრუნეს: „ყველაფერს იმპროვიზირებულად ვაკეთებთ. საბოლოოდ, ძალიან ფერადი, მხიარული და ლამაზი გამოვიდა ინსტრუმენტები. ვფიქრობ, სასიამოვნო სანახაობა ელით ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს,“

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ნიჭის გამოვლენა თუ უბრალოდ გართობა ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება. ერთი სიტყვით, დაუკარით,ისიამოვნეთ და გაართეთ სხვაც!


„ჰით ბათუმი“ 6 ივლისს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტი 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან259 უცხელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

ჰი ბათუმი 2015წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰი ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100