„აბრეშუმის გზა“ „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გაიმართება

შაგალის, ბრაკის, მიროს ნამუშევრებით მოხატული აბრეშუმის თავსაფრების კოლექცია ბათუმშია 22 აგვისტოს, 20:30 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, "აბრეშუმის გზის" მხარდაჭერით, “მაგების ფონდის” გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აბრეშუმის თავსაფრების კოლექცია, რომელზეც მე-20 საუკუნის თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები იქნება დატანებული.
ზღვისპირა ქალაქი გამოფენას „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უმასპინძლებს. უნიკალური ნამუშვრები საფრანგეთიდან შავიზღვისპირა ქალაქში ბენუა ფერომ ჩამოიტანა. „აბრეშუმის გზა“ მთლიანად ეძღვნება თანამედროვე ეპოქის ხელოვნებას, კოლექციებს, რომლის ნახვაც ახლა უკვე ბათუმშია შესაძლებელი. თავსაფრებზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის ისეთი ცნობილი მხატვრების ექსკლუზიური ნამუშევრები, როგორებიც არიან შაგალი, ბრაკი, მირო და სხვა. “მაგების ფონდი საფრანგეთში 60-იან წლებში მარგარეტ და ემე მაგების ოჯახში დაარსდა, რომელიც დღემდე მათ გვარს ატარებს. სწორედ, მათ დაიწყეს ცნობილი მხატვრების ექსპოზიციების შეგროვება. ისინი იყვნენ ოჯახის ახლო მეგობრები და ხშირად სტუმრობდნენ მათ. მარგარეტ და ემე მაგებმა თავისდროზე მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები თავსაფრების ილუსტრაციების შესაქმნელად გააერთიანეს. ასე დაიწყო ამ შესანიშნავი კოლექციის ისტორია. მნიშვნელოვანია, რომ თავსაფრებზე დატანილი ნამუშევრები არ არის მათი უკვე არსებული ნახატების ანალოგი. ისინი თითეულ ნამუშევარს შარფისთვის ინდივიდუალურად და ექსკლუზიურად მისთვის ქმნიდნენ. ეს იყო ერთგვარი შეჯიბრი, ვინ შექმნიდა თავსაფრისთვის საუკეთესო ნამუშევარს. ამ ცნობილი ოაჯხის მესამე თაობასთან ვმეგობრობ და ფონდის წარმომადგენლებთან უკვე 30 წელია ვთანამშრომლობ, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. ეს არის ჩემი ცხვორების ნაწილი. მინდა 30 წლის მერე ეს ყველაფერი ვანახო ბათუმელებსა და მათ სტუმრებს. მეც მხატვარი და თანამედროვე ხელოვნების ამ ეპოქის ნაწილი ვარ. მაგების ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფონდია თანამედროვე ხელოვნებაში. მათი კოლექციის აქ ჩამოტანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში,“ - აღნიშნავს გამოფენის ორგანიზატორი, მხატვარი გელა წულაძე. მაგების ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სახელოვნებო გააერთიანებაა - ერთ-ერთი საუკეთესო და მდიდარი კოლექციით. საფრანგეთიდან ნამუშევრები იშვიათად, თუმცა პერიოდულად მაინც გადის, ბათუმი მესამე ქალაქია, სადაც აბრეშუმის თავსაფრების სრული კოლექცია გამოიფინება. „პაექრობაში ჩართვის სურვილი არაერთ ცნობილ ხელოვანს გაუჩნდა, ამ დროისთვის მაგებს უკვე ყველა იცნობდა - ოჯახს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უამრავ ხელოვანს თავისუფალი სივრცე მისცა. იმ დროს, როდესაც ხელოვანებს ძალიან უჭირდათ მაგები უანგაროდ აწყობნენ მათ გამოფენებს. მეგობრობა კი შემდგომ დიდ ტრადიციულ საქმიანობაში გადაიზარდა. თავისდროზე ეს იყო საინტერესო შეჯიბრი. თავიდან მეგობარი ფერმწერები გაერთიანდნენ. ნელ-ნელა მათი რიცხვი გაიზარდა. ილუსტრაციები ორიგინალებია და რა თქმა უნდა ექსკლუზიური. ამ ნამუშევრებს ვერსად ნახავთ, - აღნიშნავს მაგების ფონდის წარმომადგენელი ბენუა ფერო. მაგების ოჯახის უნიკალური კოლექცია უკვე ბათუმშია! მაგების ფონდი - ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი ბუნებაში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრფიკის კოლექციას მოიცავს და წარმოდგენილია, როგორც XX საუკუნის (Bonnard, Braque, Calder, Chagall, Chillida, Giacometti, Léger, Miró, Ubac…) ასევე თანამედროვე მხატვრების (Adami, Calzolari, Caro, Del Re, Dietman, Kelly, Mitchell, Monory, Oh Sufan, Takis, Tàpies...) ნამუშევრები. ყოველწლიურად ფონდს 200 000-ზე მეტი მნახველი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ფონდის დაარსებიდან ასზე მეტი მონოგრაფიული და თემატური გამოფენა გაიმართა. მაგების ფონდის გამოფენა პერიოდულად საფრანგეთის გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაშიც ეწყობა. The Maeght Foundation - ეს არის ხელოვნებისთვის შექმნილი უნიკალური ადგილი! მარგარეტ და ემე მაგების ფონდი ევროპული კერძო ფონდის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს. მისი არქიტექტურული ანსამბლი ჩამაფიქრებელია, მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ყველა ფორმის წარმოსაჩენად ფონდი მთლიანად მარგერიტ და ემე მაგების მიერაა დაფინანსებული. მაგების ფონდი ოფიციალურად, საფრანგეთში 1964 წლის 28 ივლისს, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ანდრე მალროს მიერ გაიხსნა. ფონდის მშენებლობის პროცესში მხატვრები და მოქანადაკეები კატალონელ არქიტეკტორ ლუის სერტთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა მონუმენტური ნამუშევრვები, რომლებიც ინტეგრირებულია ფონდის შენობასა და ბაღებში: ჯაკომეტის ეზო, მიროს ლაბირინთი, რომელშიც ქანდაკებები და კერამიკა არის წარმოდგენილი, შაგალის ფრესკული მოზაიკა, ბრაკის ვიტრაჟი და აუზი და მრავალი სხვა.

კომენტარი