სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის ელექტრონული აუქციონი?

აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აგრძელებს საინფორმაციო ბარათების გამოცემას.

დღევანდელი ბარათის თემაა- აუქციონი.

რა არის ელექტრონული აუქციონი?

სააღსრულებო წარმოების პროცესში (ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ) შესაძლოა, თანხის ამოღება მოხდეს ქონების რეალიზაციის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდებიან ქონების რეალიზაციის მათთვის სასურველ ფორმაზე, ქონების რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის გზით.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2011 წლის 1 თებერვლიდან ტარდება ელექტრონული აუქციონი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონება ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge.

ელექტრონული აუქციონი არის საჯარო და გამჭვირვალე. აუქციონში მონაწილე პირების ვინაობა კონფიდენციალურია.

აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სააღსრულებო წარმოების მხარეებს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეიცავს ქონების აღწერილობას და რეალიზაციის პირობებს.

რა არის საჭირო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?

ვებგვერდზეwww.eauction.ge. რეგისტრაცია

საგარანტიო თანხის გადახდა

ბიჯის გაკეთება

აუქციონში გამარჯვების შემთხევაში შესყიდვის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100