სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბიბლუსის“ საჩუქარი “სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარებს

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, „ბიბლუს კიდს“-მა საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო სახლის ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო.


ბავშვები მიიწვიეს ბიბლუსი ქიდს გალერეაში. ბიბლუსის გასართობ ცენტრში, ბავშვებმა ძალიან ბევრი ითამაშეს, იცეკვეს და დახატეს. გართობით გული რომ იჯერეს, ბიბლუსმა თითოეულ მათგანს სასკოლო ნივთების კრებული გადასცა.


ეს არ ყოფილა ბიბლუსის პირველი აქცია ბავშვთა დასახმარებლად, „სოციალური პარტნიორობა“ და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელი უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიბლუსში განთავსებულია ფონდის შესაწირი ყუთები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს მიუსაფარი ბავშვების უკეთესი მომავლის შექმნისთვის.


„დიდი მადლობა ბიბლუსს, მათ იციან, როგორ მოუწყონ ბავშვებს დაუვიწყარი დღე და როგორ გაახარონ მათი გულები“ - აცხადებს ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100