სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფიო ჩხეიძე: ექიმებმა იციან რომელი ქვეყნის წამალია უფრო ეფექტური

მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას. მედიკამენტებზე ფასების რეგულაციასა და ხარისხზე პედიატრ, ნეონატოლოგ სოფიო ჩხეიძეს ვესაუბრეთ.

„მედიკამენტების ფასები რეგულირდება შემომტანის, შემოსატანი ფასებითა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. თუ შესაძლებელია, სახელმწიფო გაითვალისწინებს ამ ფაქტორსაც. სამინისტროში ჩვენზე უკეთ იციან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება.

თუ სახელმწიფო შეძლებს და უფასო იქნება მედიკამენტების გარკვეული ნაწილი, მის ფასს მოსახლეობისათვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. თუმცა ეს ალბათ გაკეთდება ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სოფიო ჩხეიძემ.

მისივე აზრით, მიუხედავად ბაზარზე არსებული ბევრი დასახელების წამლისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იწარმოება და განსხვავებული ფასი ღირს, ექიმს მარტივად შეუძლია კონტროლი, თუ რომელ წამალს მისცემს დანიშნულებით პაციენტს.

„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, როგორც ვიცი, კონტროლი ხორციელდება. დანარჩენი უმნიშვნელო პრობლემად მიმაჩნია, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ სიტუაცია. ექიმებმა იციან, რომელი ქვეყნის წამალია უკეთესი და ეფექტური. პრობლემა გადაიჭრება იმით, როდესაც რეცეპტს საჭირო წამალზე გამოვწერთ და მივუთითებთ პაციენტს, თუ რომელ ქვეყანაში წარმოებული იყიდოს“,- მიიჩნევს სოფიო ჩხეიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100