სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს ახალი წევრები შეემატა

სექტემბრის მიწურულს ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მიმდინარე საკითხების განხილვასა და სამუშაო ჯგუფების ფორმირებასთან ერთად, კლუბის წევრებისაგან წამოსული სხვადასხვა ინიციატების განხილვაც მოხდა.

ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა და მას კლუბის არსებულ წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს წარმომადგენელმა ზვიად დევდარიანმა ისაუბრა შეხვედრაზე განსახილველ თემებზე , მათ შორის დაზარალებულთა დახმარებასა და სხვადასხვა მიმართულებით დახარჯულ თანხებზე.

„ბიზნესის მიერ აკუმულირებული თანხების შესახებ თავად ამ სექტორის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ ანგარიში. კერძოდ, თუ რაში დაიხარჯა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ბიზნესის მიერ აკუმულირებული თანხა და ასევე გავაცანით ახალი სოციალური პაკეტები, თუ რა მიმართლებით არის საჭიროება კვლავაც, რომ იმ ადამიანების მხარდაჭერა მოხდეს, რომლებიც დაზარალდნენ 13 ივნისის მოვლენების დროს,“ - განმარტა ზვიად დევდარიანმა.

შეხვედრის მსვლელობისას საიტის კვლევის, ინტრანეტის და გლობალ კომპაქტის პროექტის პრეზენტაციები გაიმართა. თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ლექვინაძემ კი კლუბის წევრებს 13 ივნისის ანგარიში და დაზარალებულების მხარდაჭერის პროგრამის დეტალები გააცნო. ვიცე მერმა ასევე დამატებით საჭიროებებზე თანხების გაწერასა და მობილიზებაზეც ისაუბრა: „შემოწირული თანხები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პროცესების შედეგად მთლიანად მოხმარდა ამ ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას და იმ კომფენსაციას, რომელიც მათ სჭირდებოდათ. თანხების ძირითადი ნაწილი ათვისებულია. დაზარალებულების დარჩენილ ნაწილთან მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი და მათ მიმართაც ბუნებრივია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ თანხების გადარიცხვა განხორციელდება.“

დასასრულს სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში გაწევრიანების სურვილი 20-მა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოთქვა და შეიქმნ ახალი სამუშაო ჯგუფები. სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს შეურთდნენ: პარტნიორები-საქართველო, კორპორაცია ქართული ღვინო, სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სამშენებლო კომპანია როდოსი, ელიტ ელექტრონიქსი, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა, კომპანია - rafting.ge, სპორტკომპლექსიარენა, პე ეს პე, Cherry tea, Red Bull, ქრაუნ პლაზა ბორჯომი, სუფთა სამყარო, სამშენებლო კომპანია ლუქსი, ლიბერთი ბანკი, სს მისო კრისტალი, შპს ანაგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კრედო და ქართული კრედიტი.

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა, წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/ პარტნიორებთან/ დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლუბის წევრია 70 ბიზნეს, არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100