სტარტაპი “Treepex” „დარგეხე“ - პროგრამა საშუალებას გაძლევთ თქვენს სახელზე ხე დარგოთ

3 მარტს 13:00 საათზე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „Treepex”-ის ჯგუფის წევრებს შორის „ისთ ფოინთის“ მთავრ მოედანზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი და „Treepex”-ის დამფუძნებლები ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი მოაწერენ.მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი სტრატაპ პროგრამა „Treepex” სავაჭრო ნიშნის დამკვიდრებითა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით დაცული ტერიტორიებზე ხეების დარგვის კამპანიებსა და გამწვანების აქციებში კერძო პირებისა და ორგანიზაციების აქტიურ ჩართვას ისხავავს მიზნად.სტარტაპი “Treepex” „დარგეხე“- პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, იწყება უნიკალური პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად ეკოლოგიასაც დაეხმაროთ. Treepex-ის ლოგოდატანილი ყოველი პროდუქტის შეძენისას, თქვენს სახელზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაირგვება თითო ხე, მოგვიანებით კი თქვენ მიიღებთ დარგული ხის GPS-ს კოორდინატს და ფოტოსურათს. ასე რომ, ნებისმიერ დროს გექნებათ დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებისა და თქვენი სახელით დარგული ხის მონახულების საშუალება. გარდა სხვა კომპანიებთან თანამშრომლობისა, „Treepex” აქვს საკუთარი პროდუქციის ხაზიც, რომელიც ხის ნარჩენებისაგან ეკო-მეგობრულ პროდუქციას აწარმოებს.Treepex” ის ჯგუფის წევრების მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების განწყობაზე მოძრაობის თეატრის დასი იზრუნებს.შემოურთდით აქციას „დარგე ხე“ და გახადეთ სამყარო უფრო მწვანე.

კომენტარი