სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გავუარე ლაშას, სამსახურში მიმყავდა, შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო" - როსტოს განცხადება სასამართლოდან

6 მაისს სამართალდამცავებმა ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს. სამართალდამცველებმა ისინი ნარკოდანაშაულისთვის აიყვანეს. დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებისას ლევან როსტოშვილი ”კოკაინის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა კურტანიძემ შემოწმებაზე უარი განაცხადა. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
”გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს”, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ლევან როსტოშვილის ავტომანქანაში 2 ადგილას იქნა აღმოჩენილი, საბარგულსა და იმ სკამის ქვეშ, სადაც ლაშა კურტანიძე იჯდა.

ლევან როსტოშვილის განცხადებით, არ შეიძლება მას და მის მეგობარს ერთი და იგივე ბრალი ჰქონდეთ წარდგენილი, რადგან იმ დღეს, როცა მათი დაკავება მოხდა , ლაშა კურტანიძეს მანქანით გაუარა და სამსახურში უნდა წაეყვანა.
”გავუარე ლაშას და მიმყავდა სამსახურში. შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო და მათაც იგივე ბრალი უნდა წაყენებოდათ?!”, - განაცხადა პროცესზე როსტოშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100