სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუცა ბუზალაძე და ქეთი ხატიაშვილი სტუმრად „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან სტუმრად მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მოვიდნენ!.
მათ ბავშვებს ბევრი საჩუქარი მოუტანეს, ითამაშეს მათთან, ასევე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. ნუცამ ბავშვებთან ერთად იმღერა. პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი აღფრთოვანდნენ ნუცას ხმით.

ქეთიმ და ნუცამ კარგი დრო გაატარეს ბავშვებთან ერთად და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.ბავშვებმა სტუმრებს უმღერეს და მისთვის შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.

ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან, რომ ნუცას და ქეთის სახით უფროსი მეგობარი შეიძინეს. დიდი მადლობა გოგოებო პატარების გახარებისთვის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100