სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოდესის კინოფესტივალის ფარგლებში CREATIVE EUROPE ორდღიან სემინარს გამართავს

ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 21-22 ივლისს ევროკავშირის პროგრამის Creative Europe ორგანიზებით ორდღიანი სემინარი გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში თამარ ტატიშვილი სემინარზე ორგანიზაციას European Film Promotion წარადგენს და ისაუბრებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისათვის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება.აღსანიშნავია, რომ თამარი კინოფესტივალზე პიჩინგ ჟიურის წევრიცაა. მან კოლეგებთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო უნდა გამოავლინოს.
Creative Europe-ს წარმომადგენელი საქართველოში ნოშრე ჩხაიძე ისაუბრებს პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებულ აუდიოვიზუალური ინდუსტრიის კვლევაზე.ეროვნული კინოცენტრის დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კინოკომისიონერი დავით ვაშაძე კი დამსწრე საზოგადოებას ქართულ კინოსექტორში არსებულ მდგომარეობას გააცნობს.სემინარზე აუდიტოიას საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ თეა გაბიძაშვილი (ეროვნული კინოცენტრი) და არჩილ ხეთაგური (დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi).
ეროვნული კინოცენტრის პროექტმა "კინო სკოლაში", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, Creative Europe-ს დაფინანსება სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა.გამოყოფილი დაფინანსება მოხმარდება პროექტის "კინოს სკოლაში" ვებ-პორტალის შემნას, სადაც განთავსდება სასწავლო მასალები, ონლაინ ფილმების კატალოგი და სხვა; ასევე პროექტის ფარგლებში, კინოცენტრს ექნება წვდომა მსოფლიო კინოშედევრებზე და ქართული ფილმების განთავსების შესაძლებლობა ამავე პორტალზე.
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია საქართველოდან, რომელმაც ასევე შეძლო ევროკავშირის პროგრამის Creative Europe ფარგლებში დაფინანსების მოპოვება.შესული 108 განაცხადიდან, CinéDOC-Tbilisi დაფინსდა ისეთ დიდ ფესტივალებთან ერთად, როგორებიცაა: Dok Leipzig, Sarajevo Film Festival, Oberhausen, La Rochelle, Doc Lisboa, Jihlava Documentary Film Festival და ა.შ.
ევროკავშირის პროგრამა „Creative Europe" ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა. 2014-2020 წლებზე გათვლილია 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტი. პროგრამაში საქართველო 2015 წლიდან მონაწილეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100