სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ფოტოების მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია დგას

ერთი შეხედვით ლამაზი და თბილი ფოტოებია, სადაც ჩანს როგორ სვამს თამაშობს პოლიციის ოფიცერი პატარა გოგონასთან, თუმცა ამ ფოტოების მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა.

საქმე იმაშია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ტეხასის ოფიცერმა პატრიკ რეიმ 2 წლის ბექსლი სიკვდილისგან იხსნა. მაშინ გოგონა აუზში ბანაობდა და კინაღამ დაიხრჩო, წყლიდან ამოყვანილ გათიშულ ბავშვს როდესაც დედამ შეამჩნია, რომ გაუფითრდა და ტუჩები გაულურჯდა, ქალმა 911-ში დარეკა. ამ დროს ოფიცერ რეის შესვენება ჰქონდა და სადილად გადიოდა, მაგრამ მაინც უპასუხა ზარს, გამოძახების ადგილზე მივიდა და პატარა გოგონა სიკვდილისგან იხსნა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი პოლიციელმა და მის მიერ გადარჩენილმა გოგონამ ამ ბედნიერი შემთხვევის იუბილე აი ასე აღნიშნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100