სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" ახალგაზრდულის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

„ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში, თავიანთი მოქალაქეობრივი და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსეულად დაიღუპნენ.

ჩვენთვის, ქართველი ახაგზარდებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ეცლებიან საქართველოს“ - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100