სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭაში მამაკაცის გვამი იპოვნეს - სავარაუდოდ იგი ქალის ახლობლის მიერ, ეჭვიანობის ნიადაგზეა მოკლული

გუშინ ფოთში ჭაში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. მომხდართან დაკავშირებით ახალი გარემოებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააგდეს.

გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნება. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი, შესაძლოა, მისი მეგობარი ქალის ახლობლის მიერ, ეჭვიანობის ნიადაგზე იყოს მოკლული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც, თუმცა დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100