ქართული ფილმი "სტუმარი" დიდ ბრიტანეთში THE BAFTA QUALIFYING AESTHETICA FILM FESTIVAL-ზე მიიღებს მონაწილეობას

ნინო შაბურიშვილის ფილმი "სტუმარი" მოკლემეტრაჟიანი ფილმი The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე მიიღებს მონაწილეობას.ფილმი კინოფესტივალის 2016 წლის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.
"სტუმარი" 10 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგების დადგომას სხვა ბავშვების მსგავსად არ ელოდება. მისთვის ზაფხული ზღვის სანაპიროზე ყოველდღიური მუშაობაა.ფილმის მთავარი გმირი ოჯახის დასახმარებლად ზღვის სანაპიროზე მოხარშულ სიმინდს ყიდის, სადაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს გაიცნობს. ფილმი სწორედ იმ ემოციებსა და შეგრძნებებზე მოგვითხრობს, რომელიც ბავშვში სტუმრების გამოჩენამ გამოიწვია.
ფილმის რეჟისორი ნინო შაბურიშვილი 2011 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. "სტუმარი" რეჟისორის პირვლი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში Short Film Corner-ზე იყო წარმოდგენილი.ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festval-ზე შედგება.
The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival 3-6 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ იორკში გაიმართება. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება ბრიტანული კინოაკადემიის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარი