17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია

ცესკო 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან, 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 615-მა, რაც ამომრჩეველთა 42.8%-ია. ზუგდიდის 38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 393-მა, რაც 34.3%-ს შეადგენს. ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 460-მა, რაც ამომრჩევლების 49.7-ს შეადგენს. ხოლო, ზუგდიდის 108-ე უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 365-მა, რაც ამომრჩეველთა 47.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, საჩივრებთან დაკავშირებით ინფორმაცია უცვლელია. მარნეულში საუბნო-საარჩევნო კომისიაში დაწერილია 7 საჩივარი, ზუგდიდის 38-ე უბანზე 1 და ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაშიც 1 საჩივარი.

კომენტარი