ეს გოგონები სოფელ გოდოგანთან მოხდარ ავარიაში გარდაიცვალნენ

სოფელ გოდოგანთან მოხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ორი გოგონას ვინაობა ცნობილია. ისინი არიან: თამო ჭოლაძე და ვანდა ქაშაკაშვილი.

შეგახსენებთ, ავარია გუშინ, სოფელ გოდოგნის გადასახვევთან მოხდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც სავალი ნაწილიდან გადავარდა. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

კომენტარი