სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ანას ცხოვრება" პალმა დე მალიორკასა და არასის კინოფესტივალების გამარჯვებულია

ნინო ბასილიას ფილმი "ანას ცხოვრება" პალმა დე მალიორკასა და არასის კინოფესტივალების გამარჯვებული გახდა.
პალმა დე მალიორკას ფესტივალზე ფილმი მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. რამდენიმე საათში კი ნინო ბასილია საფრანგეთში, არასის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს.
"ანას ცხოვრება" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
ფილმს უკვე აქვს 2 მთავარი საერთაშორისო ჯილდო. კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.
"ანას ცხოვრება" რამდენიმე თვის წინ სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100