„ავერსის“ კლინიკა „ფილიფსის“ ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახებით აღიჭურვა

„ავერსის“ კლინიკა კომპანია „ფილიფსის“ ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახებით აღიჭურვა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მედიატური მოეწყო - ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ჰიბრიდული საოპერაციო ბლოკი და ტომოგრაფიის კაბინეტი ჟურნალისტებს „ავერსის“ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ და სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აკადემიურმა დოქტორმა კახა ქუნთელიამ დაათვალიერებინეს.

როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ინტერვენციული ქირურგიის მეშვეობით „ფილიფსის“ ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დიაგნოსტიკური ოთახი, მრტ მილშიგა, პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებული გამოცდილებით საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღების, პაციენტის მოვლისა და მომსახურების გაწევის საშულებას იძლევიან. მსგავსი ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე, მოწინავე ჯანდაცვის დაწესებულებაშია დანერგილი.

„ავერსის“ კლინიკაში დანერგილ ინოვაციურ ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახს ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორებიცაა: მინიმუმამდე დაყვანილი ინვაზიური პროცედურა, პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო შემცირებული პერიოდი, გაზრდილი კომფორტი და პაციენტების ნაკადის გაზრდილი გამტარუნარიანობა. „ფილიპსის“/MAQUET სისტემა პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. საოპერაციო ოთახში ინტეგრირებულია ყველა სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ღია ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო.

უმაღლესი დონის Philips Allura Clarity ანგიოგრაფიის სისტემის მეშვეობით, გამოსხივების სიმძლავრის 75%-ით შემცირება და იმავდროულად, ოპერაციის მსვლელობისას საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღება მიიღწევა. დიაგნოსტიკური ოთახი აღჭურვილია „ფილიპსის“ ჯანდაცვის სისტემების ფართო სპექტრით Philips Ingenia მრტ და პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებულ მილ-შიგა სისტემას მოიცავს. Philips Ingenia 3.0T ციფრული მრტ მედიცინის სფეროს მუშაკებს მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღების საშუალებას აძლევს. აპარატი ასევე, იძლევა გამოსახულების მიღების საშუალებას შემცირებულ დროში.

კახა ქუნთელია, ”ავერსის” სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჰიბრიდული საოპერაციო ორ ცნებას მოიცავს - ღია ოპერაციების წარმოება, რაც ნიშნავს კვეთით ოპერაციის კეთებას და მეორე - უსისხლო ოპერაციების გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს ბალონირებასა და სტენდირებას. ჰიბრიდული ოპერაცია სწორედ ამ ორი მეთოდის თანხვედრაა, ანუ ოპერაცია კეთდება როგორც კვეთით, ასევე ბალონირება სტენდირებით. ჰიბრიდულ საოპერაციოში ძირითად გულსა და სისხლძარღვებზე ოპერაცია ჩატარდება. ასევე ურთულესი შემთხვევები ონკოლოგიური პაციენტებისა, როდესაც შეუძლებელია ჩვეულებრივ პირობებში ოპერაციის წარმოება სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოში სიმსივნის ჩაზრდის გამო. შესაბამისად, მაქსიმალურადაა შექმნილი ჰიბრიდულ საოპერაციოში პირობები როგორც რედგენოროლოგიური, ისე სხვა თვალსაზრისით, რომ ზუსტი ოპერაცია გაკეთდეს. ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი ოპტიმალურია დახურული და ღია ქირურგიული პროცედურებისთვის”.

ალექსანდრე ტურლიჩკინი, ”ფილიფსის” რეგიონული დირექტორი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში: პირველი ჰიბრიდული საოპერაციო 2011 წელს, შვეიცარიაში გაიხსნა და ის დღემდე მსოფლიოში ყველაზე პროგრესულ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ ტექნიკად ითვლება. მინიმალურად ინვაზიური ტექნიკის მეშვეობით პაციენტის მკურნალობა ხდება შემოკლებულ დროში და ხშირად ის გაეწერება სამედიცინო დაწესებულებიდან იმავე დღეს, რაც რადიკალურად განსხვავდება აქამდე არსებული პრაქტიკისგან, როდესაც ძველი მეთოდით გაკეთებული ოპერაციის შედეგად პაციენტს გამოჯანმრთელებისათვის რამდენიმე კვირა სჭირდებოდა. ”ავერსის” კლინიკაში გახსნილი ჰიბრიდული საოპერაციომნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის შედეგებს და უზრუნველყოფს მათი მოვლის მაღალ ხარისხსაც. ინოვაციური ჰიბრიდული საოპერაციო ”ავერსის” კლინიკაში პაციენტებს სთავაზობს მინიმალურად ინვაზიურ პროცედურებს, რაც ასევე მოიცავს პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო დროის შემოკლებასა და მეტ კომფორტს სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას. ის ასევე ზრდის კლინიკის გამტარუნარიანობას. უმაღლესი დონის PhilipsAlluraClarity ანგიოგრაფიის სისტემის მეშვეობით კი მიიღწევა გამოსხივების სიმძლავრის 75%-ით შემცირება და იმავდროულად, გამოსახულებაზე დაფუძნებული ოპერაციის მსვლელობისას საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღება. PhilipsIngenia 3.0T ციფრული მრტ მედიცინის სფეროს მუშაკებს აძლევს მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღების საშუალებას, რაც აუცილებელია სხვადასხვა, ისეთი ანატომიური და სტრუქტურული დარღვევების დიაგნოსტირებისათვის, როგორებიცაა: ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანებები, კარდიოვასკულარული და ორგანული დაავადებები“.

კომენტარი