სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 60 ქართული მუხა დაირგო

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა 60 ქართული მუხის ნერგი დარგეს. გამწვანების აქციის ორგანიზატორები არიან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა და Treepex.

შემოდგომის ბოლო, ზამთრის პირველი დღეებია და ხეებს გახარების უფრო მეტი საშუალება აქვს. დღეს, ჩვენ, თბილისის ეროვნულ პარკში ქართული მუხის ჯიშის 60 ნერგი დავრგეთ,-განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა.

სატყეო ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთ დარგულ ხეს მობილური აპლიკაციის მეშვეობით თვალ-ყური ადევნონ.

წელს მესამედ ატარებს ჩვენი ორგანიზაცია ტყის კვირეულს და აღსანიშნავია, რომ ეს კვირეული ემთხვევა ხეების დარგვის სეზონს და ამჯერად დარგვის ეს პროცესი იმით განსხვავდება, რომ ჯერ ერთი, ირგვება ადგილობრივი პირობებისთვის შესაფერისი სახეობაქართული მუხა, მეორეც, რომ ვინც რგავს და და ყველანაირად მხარს უჭერს ამ პროცესს, შეუძლია დააკვირდნენ მობილური კომუნიკაციის მეშვეობით ხის ზრდის პროცესს, ასევე მონაცემებს თუ რამდენად შეიტანა მათ მიერ დარგულმა ხემ წვლილი გლობალური დათბობის შემცირებაში და კლიმატის რეგულირებაში და გაუმჯობესებაში. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე და წელსაც საკმაოდ წარმატებით და ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ მიიღოს უფრო სისტემატიური სახე მიეცეს, უფრო მეტად გაშუქდეს და უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული , მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეში”,- განაცხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა, სატყეო ფონდის ხელმძღვანელმა ილია ოსეფაშვილმა.

2016 წელს, „ტყის კვირეული“ პროექტის “სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“ ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ „ტყის კვირეულმა“ სტარტი, 3 დეკემბერს, მზიურში აიღო, სადაც გაიმართა ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. „ტყის კვირეული“ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობასაც მოიცავდა. 4 დეკემბერს, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. კვირეული 10 დეკემბერს დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100