კონკურსი „წერილი თოვლის ბაბუას“ დასრულებულია

მათ, ვინც სოციალურ ქსელ ფეისბუქში ლეონიდ ჩერნოვეცკის პირად გვერდს თვალყურს ადევნებს, იციან, რომ ყოველწლიურად, ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ის მართავს კონკურსს, სახელწოდებით „წერილი თოვლის ბაბუას“.

ბავშვები მთელი საქართველოს მასშტაბით მას წერილებს უგზავნიან, რომლებშიც საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე ყვებიან. ამ წერილებიდან ლეონიდ ჩერნოვეცკი ჟიურისთან ერთად რამდენიმე გამარჯვებულს ირჩევს.

ტრადიცია წელსაც გაგრძელდა! რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვები თოვლის ბაბუას წერილებს უგზავნიდნენ და ცოტა ხნის წინ კონკურსის გამარჯვებულების სახელებიც ცნობილი გახდა!

წელს თოვლის ბაბუისგან საჩუქრებს მიიღებენ: 6 წლის ნიკოლოზი, შვიდი წლის ლუკა, ოთხი წლის ანა, 6 წლის გიორგი, შვიდი წლის გურამი, ცხრა წლის მარი და ათი წლის ინა!

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განურჩევლად ასაკისა, ყოველთვის იყოს ადგილი ზღაპრისა და სასწაულისთვის. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბავშვებისთვისაა. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი კეთილ, გულწრფელ, სიყვარულით სავსე ადამიანებად გაიზარდონ და მომავალში, თავადაც არასდროს ავნონ პატარებს, პირიქითაც კი, მათ ყოველთვის დახმარების ხელი გაუწოდონ. თაობები იცვლებიან - სიკეთე კი მუდმივია!“– ამბობს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარი