სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

"მეზობელმა დამიძახა, ვიღაცას გარდაცვლილი ქალი უპოვია ჩვენს ქუჩაზეო. გავედით და ვნახეთ ეს ქალი, არ ვიცნობთ, არ ვიცით ვინ არის, არც ხმაური გაგვიგია, პოლიციას შევატყობინეთ და მოვიდნენ", - ამბობს თვითმხილველი დარეჯან თოდუა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100