ლეონიდ ჩერნოვეცკი მთავრობისგან უსინათლო ადამიანების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

ლეონიდ ჩერნოვეცკი მთავრობისგან უსინათლო ადამიანების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

ამ თემაზე მან სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა: "დღესდღეობით, საქართველოში დაახლოებით 20 ათასი სრულიად უსინათლო ან მხედველობის კრიტიკული პრობლემების მქონე ადამიანი ცხოვრობს!

ამ ადამიანთა უმრავლესობა საზოგადოებას თითქმის მოწყვეტილია: მათ არაადაპტირებული გარემოს გამო არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა - ვინაიდან ქართულ ენაზე გამოცემული სპეციალიზებული ლიტერატურა ძალიან მწირია, მათთვის შესაფერისი სამუშაო კი ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს!

სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოქალაქეების სოციალური პრობლემების გადაჭრას დიდად არ ცდილობენ.

უსინათლოებს, ისევე როგორც ყველას, სრული უფლება აქვთ მიიღონ განათლება და იმუშაონ, არ იყვნენ დამოკიდებულნი იმ მცირე შემწეობაზე, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი საერთოდ არ არის!

სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა იზრუნოს იმაზე, რომ უსინათლოებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ და ჰქონდეთ საშუალება ფული დამოუკიდებლად გამოიმუშავონ.

მე მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს და საქართველოს ხელისუფლებას უსინათლოთა და მხედველობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებს ყურადღება დაუყოვნებლივ მიაქციონ! სახლმწიფოს ჩარევის გარეშე ხომ მათი ტანჯვის შემსუბუქება არ გამოვა და არ ექნებათ საშუალება სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ!" - წერს ჩერნოვეცკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი