ზაალ უდუმაშვილი: ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას

„ამ წუთიდან რუსთავი2 ისევ ჩაირთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არხი აღარ უნდა გამოირთოს,“ - ასე მიმართა რუსთავი2-ის გენერალური დირექოტირს პირველმა მოადგილემ რუსთაველზე სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს.

ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას," - აღნიშნა უდუმაშვილმა.

„ჩვენ ვერ გაგვტეხეს შიგნიდან, რუსთავი2 ჩვენი მხრებით მოვიტანეთ და ახლა ის დროა, როცა თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება,“ - მიმართა უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილებს.

ზაალ უდუმაშვილმა მოსამართლეებსაც მიმართა.

„მინდა, მოგიწოდოთ, იყოთ მხნედ, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას არა დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ვიდეო

კომენტარი