6 მიზეზი, თუ რატომ არიან განათლებული ადამიანები უბედურები

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად ღრმად მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანების უმეტესობის მიერ წარმატების მიღწევისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი თუ ცდა კრახით მთავრდება ხოლმე ?

მათ შესაძლოა გვერდით მოსიყვარულე პარტნიორი ჰყავდეთ ,ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი , იყვნენ წარმატებულები თავიანთ საქმიანობაში ,მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად , ყოველთვის არსებობს , რაღაც , რაც მათ თავს მარტოსულად , უბედურად და უსარგებლოდ აგრძნობინებს . ჰემინგუეიც ხომ სწორედ ამ აზრისა იყო ,როცა ამბობდა: „როგორც ვიცი, ბედნიერება განათლებულ და ინტელექტუალ ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათო მოვლენაა“.

ქვემოთ მოცემულია 6 შესაძლო მიზეზი იმისა, თუ რატომაა ბედნიერება უაღრესად ჭკვიან და განათლებულ ადამიანებში ასეთი იშვიათი ფენომენი:

1)განათლებული ადამიანები ყოველთვის უფრო მეტად უღმავდებიან საკითხებს.

მაღალი აიქიუს მქონე ადამიანები ყოველთვის უფრო მეტს ფიქრობენ, უფრო მეტად აანალიზებენ და უღმავდებიან ყველაფერ იმას, რაც მათს ცხოვრებაში ხდება. ეს პროცესი განსაკუთრებით მაშინ რთულდება,როცა მათ სამწუხარო და არასასურველი დასკვნების გამოტანა უწევთ.

გსმენიათ ოდესმე ფრაზა, „უცოდინრობა ნეტარებააო“ ?! ეს ასეც არის, რაც უფრო ნაკლებს ხვდები, რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ, მით უფრო ბედნიერი და თავისუფალი ხარ.ადამიანთა რეალური სახისა და მათი ფარული ზრახვების გაგებაც კი იმედგაცრუებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ თემებზე,როგორებიცაა გლობალური დათბობა, ცხოვრების წინაშე მდგომი მუდმივი დილემები,რომელთა გადაჭრაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

2) ინტელიგენტ ადამიანებს მაღალი სტანდარტები აქვთ.

მათ ზუსტად იციან რა სურთ ცხოვრებისაგან და ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, არასდროს დასჯერდებიან იმაზე ნაკლების მიღებას, რაც უნდათ. ეს ნიშნავს , რომ მათთვის საკმაოდ რთულია დაკმაყოფილდნენ მიღწეული წარმატებებით, ურთიერთობებით და ყველაფერ იმით, რაც მათს ცხოვრებაში ხდება.

მათი გონება ხშირად მდიდარია სამყაროზე იდეალისტური შეხედულებებით. სწორედ ამიტომ როდესაც მათი მოლოდინები არსებულ რეალობას ეჯახება, ისინი იმედგაცრუებას განიცდიან.

3) განათლებული ადამინები საკმაოდ მომთხოვნები არიან.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ განიცდიან მარცხს ინტელექტუალი ადამიანები ბედნიერების მიღწევისას გახლავთ ის,რომ ისინი საკმაოდ ბევრს ითხოვენ საკუთარი თავისაგან და მკაცრები არიან. როცა საქმე ისე არ მიდის , როგორც მათ სურთ, წარუმატებლობის მიზეზის ძებნას ყოველთვის საკუთარ თავში იწყებენ და თავსაც გამუდმებით იდანაშაულებენ .

4) რეალობა არასდროსაა საკმარისი

მაღალი აიქიუს მქონე ადამიანები მუდმივად ეძიებენ რაღაც ახალს მნიშვნელოვანსა და დიადს. ისინი მეოცნებეები არიან დ არასდროს კმაყოფილდებიან რეალობით. მათთვის შეუძლებელია ასე უბრალოდ ისხდნენ, არაფერი აკეთონ და ისიამოვნონ იმ კარგი რაღაცებით,რაც მათს ცხოვრებაში ხდება. ეს საკმაოდ მოსაწყენია. ზოგიერთებს, გაგიჟებით უნდათ მიაგნონ ისეთ ფანტასტიურს, იდეალურსა და სამუდამოს, რომლის პოვნაც, რეალურ სამყაროში წარმოუდგენელია.

ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ არ უნდა იმყოფებოდეთ იქ,სადაც ახლა ხართ, რომ ეს ადგილი თქვენი არაა, რომ თქვენ არ მიეკუთვნებით აქაურობას, და რომ თქვენ სულ სხვა დროს, სხვა ადგილასა და პლანეტაზე უნდა გეცხოვრათ ? ღრმად მოაზროვნე და ინტელიგენტი ადამიანებისთვის ეს შეგრძნებაა საკმაოდ მშობელი და ახლობელია. ხოდა აბა როგორ შეიძლება ბედნიერი იყო იმ ადგილას,სადაც ასე უცხოდ გრძნობ თავს?

5) ნდობისა და ღრმა ურთიერთობების ნაკლებობა.

გყავდეს ადამიანი,რომელსაც სრულად, აუხსნელად ესმის შენი- ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი შეიძლება ცხოვრებამ შენთვის გამოიმეტოს. რაოდენ სასიამოვნოა,როცა შეგიძლია სადმე წყნარ და მშვიდ ადგილას იჯდე , თავისუფლად ილაპარაკო იმაზე, რაც გაწუხებს და იცოდე ,რომ გვერდში გყავს ადამიანი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის შენი, რომელიც ისეთივე თვალებით უყურებს სამყაროს,როგორც შენ. ძალიან ბევრი მათგანი თავს ხშირად ისე გრძნობს, თითქოს არავის ესმოდეს მათი.

დღესდღეობით მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც მაღალი აიქიუ აქვთ, ბედნიერებისთვის ნაკლებად საჭიროებენ სოციალიზაციას, ვიდრე დაბალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ თითქოს ისინი არ საჭიროებენ ურთიერთობებს. მათ უბრალოდ ურჩვენიათ რაიმე დიადზე და მნიშვნელოვანზე ისაუბრონ, ვიდრე ისეთ თემებზე, როგორიცაა საკვები,ამინდი, და ა.შ.თუმცა, დღევანდელი საზოგადოების დამსახურებით , საკმაოდ რთულია იპოვო ისეთი ადამიანი,რომელიც ნდობას იმსახურებს.

6)ადამიანები, რომლებსაც მაღალი აიქიუ აქვთ, ხშირად იტანჯებიან ფსიქოლოგიური პრობლემებით.

იქნებ ეს ყოველივე კრეატიული აზროვნებისა და ბრწყინვალე გონების გვერდითი მოვლენები გახლავთ? ვინ იცის.. ისინი გამუდმებით ღრმად ფიქრობენ და აანალიზებენ ყოველივეს, რაც შედეგად ცხოვრების მიზნის, სიცოცხლის აზრის დაკარგვასა და უმიზეზო სევდას იწვევს.

კომენტარი