დღეს საქართველოში 40 გრადუსამდე დაცხება

29 ივლისს, სპეციალისტები სეზონზე ყველაზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებას ვარაუდობენ.

"ტემპერატურა მიმდინარე კვირას 40-41 გრადუსს მიაღწევს. განსაკუთრებით დაცხება დასავლეთ საქართველოში", - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯემალ დოლიძე.

აღსანიშნავია, რომ სეზონის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 39 გრადუსი, ამ დროისთვის ამბროლაურსა და ზუგდიდში დაფიქსირდა.

სპეცილისტები მოქალაქეებს მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებასა და ბევრი სითხის მიღებას ურჩევენ.

კომენტარი