სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „შეიძლება ჩვენი დაუცველი ბავშვები დავკარგოთ და შემდეგ ამაზე პასუხს ვინ აგებს?!“

ახლახან გვატემალაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. არასრულწლოვანთა თავშესაფარში აფეთქება მოხდა, 39 ბავშვი დაიღუპა და ექიმები კიდევ 16 გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან!

როგორც “ევრონიუსი” იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა ტრაგედიაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აღიარა და შესაბამის უწყებებს ამ საშინელი შემთხვევის საფუძვლიანად გამოძიება დაავალა.

ამ თემაზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განცხადება გაავრცელა, ის აღშფოთებულია იმ ფაქტით რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა გვატემალაში არსებულისგან დიდად არ განსხვავდება: „მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევამ საქართველოს ხელისუფლება უნდა დააფიქროს და მათ ჩვენს ბავშვთა სახლებში არსებული პრობლემების გადაჭრა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ, იქამდე, სანამ გამოუსწორებელი უბედურება არ დატრიალებულა!

საქართველოში, ფარულად, ხელისუფლებისგან გაცემული ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე ეგრეთ წოდებული ბავშვთა სახლები ფუნქციონირებენ, სადაც ბავშვთა უფლებები უხეშად ირღვევა, არ სრულდება სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების სტანდარტები - ეს თავშესაფრები ხშირად საეკლესიო ორგანიზაციების მიერ არის დაფუძნებული.

ვინ აგებს პასუხს იმაზე, რაც შესაძლებელია ამ ბავშვთა სახლებში მოხდეს?! გვატემალაში მომხდარმა შემთხვევამ შფოთვა უნდა გამოიწვიოს საქართველოს მთავრობაში, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, სანამ თავს რაიმე უბედურება დაგვატყდება, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!
მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქართული მომავლის“ ხელმძღვანელი მოვითხოვ ჩატარდეს არალეგალური ბავშვთა დაწესებულებების სასწრაფო შემოწმება - აქ საუბარია ჩვენი მომავალი თაოებების სოცოცხლეზე! შესაძლოა, დაუდევრობის გამო, ჩვენი დაუცველი პატარები დავკარგოთ და შემდგომში ამაზე პასუხს ვინ აგებს?! ან ექნება კი ამას რაიმე აზრი?! უბედურება მანამდე უნდა აღვკვეთოთ, სანამ ის მოხდება!“ - წერს ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100