გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავში, დედა საავადმყოფოშია მძიმე მდგომარეობით - ავარია აღმაშენებლის ხეივანში

დღეს დილითაც, გაჩერებაზე მდგომ და ალბათ სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა“ - ამ ინფორმაციას ფეისბუქზე ქეთი დევდარიანი ავრცელებს.

დრონი.ჯი შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ.

„ორი ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს და ინერციით შემდეგ მოხდა დაჯახება გაჩერებაზე მდგომ ორ პირზე, გარდაცვლილია ერთი მათგანი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“- აცხადებენ შსს-ში.

დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომანქანა, აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო დედა რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარი