ზაზა ჭაია ხობში მომხდარი ყაჩაღობების შესახებ - შსს ასეთ კომენტარს აკეთებს

ხობში მომხდარი ყაჩაღობების შესახებ თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ჭაია ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

ოდიშში ყაჩაღები ქმნიან ,,ამინდს"!

ამჯერად მშვენიერი სიფლის - ხ ი ბ უ ლ ა ს ,,ჭირს" გაუწყებთ, რომელსაც ყაჩაღთა ბანდა აწიოკებს, შს მინისტრის ,,სტატისტიკა" კი გვარწმუნებს, რომ საქართველო, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა!
2/04/2017 - 5 ავტომატიანი, ნიღბიანი ყაჩაღი, თავს ესხმის ოჯახს, თოკავს, ძალადობს ოჯახის წევრებზე და ფულს და ოქროულობას იტაცებს, ხობი, ხ ი ბ უ ლ ა.
10/02/2017 - 4 ავტომატიანი, ნიღბიანი, ყაჩაღი, თავს ესხმის ოჯახს, შეურაცხჰყოფს, ძალადობს ოჯახის წევრებზე და იტაცებს 2500 ლარს, ხობი, ხ ი ბ უ ლ ა!
11/02/2017 - ღმერმა იცის, ყაჩაღობა იყო თუ ქყრდობა, 3-4 ბოროტმოქმედი, ოჯხისგან იტაცებს 300 კგ. თხილს, ხობი, ხ ი ბ უ ლ ა.

დრონი ჯი შსს-ს დაუკავშირდა. უწყების კომენტარი ასეთი იყო:

შსს ზაზა ჭაიას სტატუსებზე კომენტარს არ გააკეთებს.

კომენტარი