"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - ფარცხალაძესთან სახლში შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ

კურიერის კამერამ ოთარ ფარცხალაძე ექსკლუზიურად საკუთარ ნაქირავებ სახლში გადაიღო. ყოფილი მთავარი პროკურორი გვიან ღამემდე იღებდა სტუმრებს. მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, ფარცხალაძე უწყების წარმომადგენლებს მეგობრულად დაემშვიდობა. სახლის დატოვების შემდეგ, მათ რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფთან ყოფილ ჩინოვნიკთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ.

მათი განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მეგობრის სტატუსით მოინახულეს და ისინი საგამოძიებო მოქმედებებს არ აწარმოებდნენ. გვიან ღამით, სახლი სავარაუდოდ, დატოვა ყოფილმა მთავარმა პროკურორმაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, საზოგადოების ყურადღების ყურადღების ცენტრში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების გამო მოექცა.

ვიდეო

კომენტარი