შემთხვევა რუსთავში - ბავშვი საავადმყოფოს პირველი სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან 2 წლის და 6 თვის ბავშვი გადმოვარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფანჯრიდან ბავშვი დედასთან ერთად იყურებოდა. ბავშვს გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მიზნით, ის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოაჩნდა და ის უკვე გაწერილია იაშვილის კლინიკიდან.


წყარო: 1tv.ge

კომენტარი