სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საბამ“ საზოგადოებას სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარუდგინა

„საბამ“ საზოგადოებას სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარუდგინაყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებ-პლატფორმა და სოციალურ-ლიტერატურულიპროექტები - ასეთია “საბას” 15 წლიანი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რომლის შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას თიბისი გალერეაში წარედგინა. ლიტერატურული პრემია “საბა” თიბისი ბანკმა 2003 წელს დააარსა.

15 წლის განმავლობაში, „საბამ“ 3 800 საკონკურსო წიგნი განიხილა და გასცა 127 პრემია, სულ 500000 ლარის ოდენობით. პრემიის არსებობის მანძილზე, დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა ყოველწლიურად გამოცემული წიგნების რაოდენობა საქართველოში. ასევე, 4-ჯერგაიზარდა საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულებს გადასცემს. 2013 წლიდან “საბა” საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი გახდა - დაემატა ახალი ნომინაცია „საუკეთესო უცხოური თარგმანი“, რომელშიც უცხოელიმთარგმნელები და გამომცემლობები მონაწილეობენ. 2013-2017 წლებში „საბამ“ 30-მდე ქვეყანაში გამოცემული 120 ქართული ნაწარმოების თარგმანი შეაფასა.

2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებში წიგნის კითხვის საშუალებას იძლევა და ინოვაციური პლატფორმაა საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკის შესაქმელად.

saba.com.ge-ს დღეს 140 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. “საბას” კატალოგში 4 000 ელექტრონული წიგნია- ქართული თუ უცხოური კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ბესტსელერები, პროფესიული ლიტერატურა და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში “საბა” გააქტიურდა სოციალური მიმართულებით და ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო.

2013-2016 წლებში „საბამ“, ჯამში, 500 000-ზე მეტი წიგნი გასცა საჩუქრად 50 000 ადამიანს. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური სოციალურ-ლიტერატურული აქცია, წიგნიერების ამაღლების და წიგნების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

“შეხვედრის საბა-ბი” - ასე ეწოდებოდა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, საბა რეგიონებში ჩავიდა და საჯარო სკოლებს სპეციალური სამკითხველო კუთხეები და ელექტრონული ბიბლიოთეკები აჩუქა. სულ რეგიონებში 6000 ელექტრონული წიგნი გავრცელდა უფასოდ. მოეწყო „საბას“ ლაურეატებთან ადგილობრივი მკითხველების შეხვედრები. 2015 წელს თბილისის მეტროპოლიტენში „საბამ“ წიგნების უფასოდ გავრცელება დაიწყო.

პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წიგნების ხელმისაწვდომობას და კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. 2016 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე მთის კურორტებზეც გამოჩნდა. აქცია “იკითხე მთაში!” გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლებს თუ მაცხოვრებლებს ათობით ელექტრონული წიგნის უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებდა. უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში განხორციელდა.

მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში - თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილზე განთავსდა ელექტრონული ბიბლიოთეკები, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავის სმარტფონში უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ 300-მდე ელექტრონული და ხმოვანი წიგნი და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

“ქალაქი-ბიბლიოთეკა” თბილისის მერიის და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. 2016 წელს “საბამ” შექმნა ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული უსინათლო მომხმარებელზე.

პროექტის ფარგლებში უსინათლო და მხედველობაშეზღუდული მკითხველები საჩუქრად იღებენ 400-მდე ხმოვან წიგნს.

პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით“ განხორციელდა და უსინათლოებისათვის კითხვის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100