სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმი შეხვედრა ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეებთან

2017 წლის 8 ივლისი

დასაწყისი 18:00 საათზე

ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგიური მოღვაწეობა არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც ცნობილია. ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდიდა არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც.

ვახტანგ ჭაბუკიანის ბიორგაფია მდიდარი და მრავალფეროვანია. 1935 წელს ჭაბუკიანი მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტის დასადგმელად. ბალეტის დამდგმელმა ვ. ჭაბუკიანმა და სპექტაკლის დირიჟორმა ევ. მიქელაძემ (მხატვ. ს. ვირსალაძე) ბევრი შრომა მოანდომეს ა. ბალანჩივაძის პირველი ქართული ბალეტის “მზეჭაბუკის” შექმნას. 1936წ. 26 დეკემბერს “მზეჭაბუკის” პრემიერა შედგა. 1938 წ. ლენინგრადში წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი “მზეჭაბუკი”, ახალი სახელით “მთების გული”. 1941 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში ბრუნდება და ცხოვრების ბოლომდე რჩება. 1958 წელს დიდ თეატრში “ოტელოს" პრემიერა შედგა. ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმულ და შესრულებულ”ოტელოს” – “ქართული ხელოვნების ტრიუმფი” უწოდეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა მრავალი საბალეტო დადგმა განახორციელა: “ბოლერო", “პოემა-ბალეტი”, ”განთიადი”, ”ჰამლეტი”, “აპასიონატა”. ჭაბუკიანის თეატრი გასაოცარი წარმატებით მოგზაურობდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.

2017 წლის 8 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე „ცეკვის ჯადოქრად“ წოდებული მაესტროს - მოსწავლეები, გაიხსენებენ ვახტანგ ჭაბუკიანთან ურთიერთობის მნიშვნელოვან, საინტერესო და ისტორიისთვის უცნობ დეტალებს, მისი ცხოვრების ეპოზოდებსა და სცენის მიღნა დარჩენილ ისტორიებს.

ტატიანა ვეჩესლოვა იგონებდა: „მისი ფრენა არწივის ფრენას ჩამოჰგავდა, ის ნახტომიდან სცენაზე კი არ ეცემოდა, ნელა ეშვებოდა და მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ აფრენილიყო“…

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ყუფუნია, მეგი ჩიქოვანი, ლია ომიაძე - ბახტაძე, ქეთი ბაქრაძე, ქეთი მოწონელიძე, ნანა სანაძე, ქეთინო მუხაშავრია, მაია ალფაიძე, ლელა ალიბეგაშვილი, ზაქრო ამონაშვილი და სხვა.

საღამოს წამყვანი: მარინა კახიანი

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23.

599 14 71 68 ირინა შენგელია

https://www.facebook.com/tbilisimuseums/

http://tbilisimuseumsunion.ge/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100