სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სულ მალე თბილისში აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება

მოზარდებსა და მათ მშობლებს სიახლე ელოდებათ: სულ მალე თბილისში აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება, რომელიც სკოლისაგან თავისუფალ დროს მოსწავლეებს წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს შესთავაზებს. სასწავლო პროგრამა საკმაოდ ინტენსიურია და შედგენილია ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, სიტუაციური ანალიზის (ქეისებისა) და დებატების ელემენტებს.

„ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს.

„ვფიქრობთ, ასეთი სივრცის არსებობა, სადაც მოზარდები დამატებით გაიფართოვებენ თვალსაწიერს, შეიძენენ საჭირო ცოდნასა და უნარებს - დღეისათვის საკმაოდ აქტუალურია. ერუდიცია და განათლება ყოველთვის იყო, არის და იქნება უმნიშვნელოვანესი იარაღი საზოგადო სიკეთეების მისაღწევად. დღევანდელ დღეს ეს იარაღი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“ - აღნიშნა „ლეტერატოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ რაზმაძემ.

„ლეტერატოს“ სასწავლო პროგრამა V-XII კლასის მოსწავლეებზეა მორგებული, ხოლო თავად აკადემია დაახლოებით 150 მოსწავლეზეა გათვლილი. აკადემიამ მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ხოლო 1 ოქტომბერს სასწავლო პროცესს დაიწყებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით „ლეტერატოს“:

თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)

Facebook.com/letteratoschool; [email protected]

599510339; 599350609

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100