სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უსაფრთხოების ტრენდ 2017“ - როგორ დავიცვათ თავი მუდმივად ცვალებად გარემოში

„ტრენდ მიკრო“ თბილისში კონფერენციას გამართავს

თბილისი, 28 სექტემბერი 2017 წ - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ , 10:00 საათზე მსოფლიო ლიდერიკომპანია კიბერუსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებაში „ტრენდ მიკროს“ ორგანიზებით გაიხსნება მასშტაბური კონფერენცია Security TRENDs, რომელიც საინფორმაციო უსაფრთოხების ტენდენციებსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნება.

კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა „ინფორმაციული უსაფრთხოების ინდუსტრიის განვითარება და მისი შედეგები მსოფლიოში“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა სპეციალიზაციასაც საინფორმაციო უსაფრთხოება, სისტემური ინტეგრაცია, პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო სისტემების შემუშავება წარმოადგენს, ასევე ქვეყნის წამყვანი დამკვეთების წარმომადგენლები, იმ კომპანიებისა, რომლებიც ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების, მრეწველობის და რითეილის, ფინანსების და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სფეროებში მუშაობენ.

Trend Micro უთმობს საკუთარი ბიზნესის განვითარებას საქართველოში, შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს სპიკერების საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა. Security TRENDs-ის სტუმრების წინაშე მთავარი მოხსენებით წარსდგება კომპანიის მმართველი დირექტორი წყნარი ოკეანის რეგიონსა და აზიის ქვეყნებში დანია ტაკარი. საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ასპექტებისთვის მიძღვნილი პრეზენტაციებს წარმოადგენენ კომპანიის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და დსთ-ში. მათ შორის, გერმან პოზანკოვი (ტრენდ მიკროს რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და მონღოლეთში) მიხაილ კონდრაშინი (ტრენდ მიკროს ტექნიკური დირექტორი საქართველოსა და მონღოლეთში) ნიკოლაი რომანოვი (ტრენდ მიკროს სისტემური არქიტექტორი საქართველოსა და მონღოლეთში).

ტრენდ მიკროს წარმომადგენლები ისაუბრებენ და განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა შენი ციფრული ტრანსფორმაციის ინსპირირება - ინოვაციები კიბერდარტყმების წინააღმდეგ, რატომ უნდა ვენდოთ ლიდერებს? თანამედროვე საფრთხეების ლანდშაფტი მიზანდასახული თავდასხმებისაგან თავის დაცვა დიდი საწარმოებისა და საჯარო სექტორისთვის, ნებისმიერი ზომის მაღალი ხარისხის დამცავი ქსელების შექმნა/აშენება, მონაცემთა სიღრმისეული დაცვა.

ტექნოლოგიების განვითარება, საინფორმაციო გარემოს დინამიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელშიც უწევს მუშაობა თანამედროვე ბიზნესს, კომპანიებისგან მოითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კიბერსაფრთხეების ხასიათი მუდმივად იცვლება, რის გამოც იცვლება მოთხოვნები დაცვის საშუალებებისა და მეთოდების მიმართაც. „ღრუბლოვანი“ სისტემების განვითარება, ბიზნესის მართვაში ახალი სერვისებისა და გადაწყვეტილებების გაჩენა, კიბერდამნაშავეების ყურადღებას იქცევს, რომელთა აქტიურობაც მუდმივად იზრდება.

კიბერდამნაშავეთა მხრიდან შეტევების შემთხვევები სულ უფრო მატულობს. კიბერთავდასხმები საინფორმაციო სისტემებსა და სერვისებზე უკვე შედის იმ ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკების სიაში, რომელთან შეჯახებაც უხდება მსოფლიო ბიზნესს. მხოლოდ ერთ წარმატებულ შეტევას ბოროტმოქმედებისთვის მოაქვს, საშუალოდ, 5,9 მლნ აშშ დოლარი, ამასთან, The Global State of Information Security Survey-ის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კიბერუსაფრთხოების სფეროს პროფესიონალების 63% დარწმუნებულია, რომ მათი საწარმოების სისტემებზე შეტევა მხოლოდ დროის საკითხია. 2016 წელს დაფიქსირებულ იყო 82 მილიარდი შეტევა, ხოლო გამომძალველი პროგრამების ახალი ოჯახების რაოდენობა 750%-ით გაიზარდა.

კონფერენციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. გაიცემა პასუხები ისეთ კითხვებზე როგორიცაა რა საფრთხეებისთვის არიან საწარმოები და ორგანიზაციები მზად? რა რისკებს მოიცავს? რა პროცესები და პროცედურები შეიძლება განხორციელდეს და ა.შ

კომპანია Trend Micro-ს შესახებ

Trend Micro Incorporated, მსოფლიო ლიდერი კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში, მისი მისიაა ციფრული ინფორმაციის გაცვლა მთელ მსოფლიოში უსაფრთხო გახადოს. ჩვენი ინოვაციური გადაწყვეტილებები კერძო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის უზრუნველყოფენ მრავალდონიან დაცვას მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, „ღრუბლოვანი“ ინფრასტრუქტურისთვის, ქსელებისა და საბოლოო წერტილებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც ოპტიმიზებულია ლიდერი ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის, Amazon Web Services, Microsoft®, VMware® და სხვა, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს თანამედროვე საფრთხეებისგან ინფორმაციის დაცვის პროცესის ავტომატიზაცია მოახდინონ. ყველა ჩვენი პროდუქტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მუშაობს საფრთხეების შესახებ მონაცემთა გაცვლისთვის და უზრუნველყოფენ კომპლექსურ დაცვას ცენტრალიზებულ მართვასთან ერთად, სთავაზობენ უფრო ხარისხიან დაცვას და სწრაფ რეაგირებას.

5000-მდე თანამშრომელი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან და სფეროში საფრთხეების აღმოჩენის ყველაზე წამყვანი სისტემა Trend Micro-ს ეხმარება დაიცვას დამკვეთები „ღრუბლოვან“ ინფრასტრუქტურაზე მათი გადასვლის პარალელურად. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.trendmicro.com.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100