"არ მჯერა ვეკო, ეს რა დაგემართათ დებს, იმედი გვქონდა შენ მაინც გადარჩებოდი" - ასე ტირიან ახლობლები ავარიის დრო გარდაცვლილ დებს

"არ მჯერა ვეკო, ეს რა დაგემართათ დებს, იმედი გვქონდა შენ მაინც გადარჩებოდი" - ასე ტირიან ახლობლები ავარიის დრო გარდაცვლილ დებს. ვერიკოს ფეისბუქზე ცრემლიანი კომენტარების ცვენაა. დრონი.ჯი კომენტარების სქრინებს გთავაზობთ.

16 ოქტომბერს თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზაზე, გომბორის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა და ქალიშვილი. ავარიის დროს მანქანაში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი, ორი და ვერიკო და თიკა გულიაშვილები და დების დედა. დედა და თიკა გულიაშვილი იმ დღესვე გარდაიცვალნენ და ისინი უკვე დაკრძალეს. რაც შეეხება ვერიკო გულიაშვილს ის არამიანცის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ დრონი.ჯი-სთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს მეორე დაც გარდაიცვალა. ამ უბედური შემთხვევის დროს საჭესთან ერთ-ერთი გარდაცვლილი დის ქმარი იჯდა.

კომენტარი