სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა იწყება

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1) გაიმართება „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრებიან ფონდის საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფონდი ნატახტარის შედეგებს საზოგადოებას გაუზიარებენ და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის შესახებ დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობენ და კითხვებს უპასუხებენ:

· ჯუნეით არათი - კომპანია „ნატახტარის“ გენერალური დირექტორი

· ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

· მანანა ომარაშვილი - ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

პრესკონფერენციის დროს კომპანიის და ფონდის წარმომადგენლები მადლობას გადაუხდიან იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, ვინც ფონდის ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებასა და განათლებას გულისხმობს.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველ წელს, დროის გარკვეულ მონაკვეთში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 6 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 757 864 ლარი და 307 მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100