აიღე, ხარჯე და მოიგე - ერთგულის საახალწლო აქცია დაიწყო

სადღესასწაულო პერიოდი ახლოვდება და ყველა იწყებს საჩუქრების შეძენაზე ზრუნვას. თქვენ შეგიძლიათ თანხის ხარჯვა მომგებიანი გახადოთ, ამის შესაძლებლობას ერთგული ბარათი გაძლევთ, რომელმაც უკვე დაიწყო საახალწლო აქცია.

ყველა, ვინც ერთგულ ბარათს აიღებს 11 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტომატურად ჩაერთვება აქციაში. იმისათვის, რომ ერთგული ქულები დააგროვოთ და გაზარდოთ მოგების შანსი, საჭიროა სავაჭრო ობიექტებში ხშირად გადაიხადოთ ბარათით, თიბისი ბანკის ტერმინალებში.

ყოველ 10 დღეში ერთხელ, ერთგული ბარათის გატარების სიხშირის მიხედვით 1011 გამარჯვებული ბარათი გამოავლინდება. თამაშდება 50, 500 და 5000 ლარის ოდენობის ერთგული ქულები. ხოლო სუპერპრიზის მფლობელი 10 000 ერთგულ ქულას მიიღებს. სუპერპრიზს მოიგებს მომხმარებელი, რომელიც მთელი პერიოდის - 50 დღის განმავლობაში, ერთგული ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 1 ერთგული ქულა 1 ლარს უდრის და ერთგული ქულების დახარჯვა შესაძლებელია პარტნიორ ობიექტებში, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე www.ertguli.ge .


კომენტარი