საქართველოს პროკურატურის განცხადება

2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულებში ბრალდებული შაქრია ზურაშვილისა და ივანე ჩიღვინაძის მიმართ სამართალწარმოება დასრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვინდა გაცნობოთ, რომ 2011 წლის 17 აგვისტოს შაქრია ზურაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შაქრია ზურაშვილს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობა და ძალადობა.

საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობასა და ძალადობაში, ასევე ნივთის დაზიანებას ან განადგურებაში ბრალდებულ ივანე ჩიღვინაძეს კი 2011 წლის 16 აგვისტოს, ზემოთ ხსენებული ორი დანაშაულის ჩადნისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. რაც შეეხება მის მიერ დამატებით ჩადენილ ჯანმთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესარულებასთან დაკავშირებით, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობისა და ძალადობის მეორე ეპიზოდს, 2011 წლის 25 აგვისტოს ივანე ჩიღვინაძის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდების აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც ივანე ჩიღვინაძეს სასამართლოს განაჩენით მიესაჯა 4 წლით თავისუფების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი.
2011 წლის 26 მაისს კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულებში ბრალდებულ პირთა წინააღმდეგ საქმის მსვლელობის შესახებ საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებას 2011 წლის 4 აგვისტოს მიაწოდა ინფორმაცია.

ხუთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და იშუამდგომლა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. ამის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28-29 ივლისს დამტკიცებულ იქნა საპროცესო შეთანხმებები შემდეგ სასჯელებზე:

1. ამირან მერებაშვილს პირველი ეპიზოდი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი, ასევე ჯარიმა 1000 ლარი ბრალისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება); 120-ე მუხლი ( ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება); 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა); 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად). მეორე ეპიზოდი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით). სულ ამირან მერებაშვილს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი.

2. ალექსანდრე ბიბილურს პირველი ეპიზოდი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით და მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მსხვერპლის სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა); 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად). მეორე ეპიზოდი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით). სულ ალექსანდრე ბიბილურს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი.

3. ნიკოლოზ ზაუტაშვილს პირველი ეპიზოდი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი, ასევე ჯარიმა 1000 ლარი ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯამრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა); 120-ე მუხლი (ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება); 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა); 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად). მეორე ეპიზოდი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით). სულ ნიკოლოზ ზაუტაშვილს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი.

4. კობა კობაურს პირველი ეპიზოდი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა„ პუნტით (ჯამრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მსხვერპლის სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით); 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად). მეორე ეპიზოდი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით). სულ კობა კობაურს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი.

5. ილია ზივზივაძეს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი ბრალისთვის გათვალისწინებული სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით (ჯამრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მსხვერპლის სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით) და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფურად). ილია ზივზივაძეს სულ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობითი მსჯავრი.

კომენტარი