სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში საჩუქრებია

თიბისი ბანკი ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

8 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით ვინც ინტერნეტ ან მობაილბანკში შევა ან ტრანზაქციას შეასრულებს, სხვადასხვა პრიზის მიღების საშუალება ექნება.

ყოველთვე 55,000 მომხმარებელი ინტერნეტ ან მობაილბანკში შესვლისთანავე შეძლებს აღმოაჩინოს მომენტალური საჩუქარი; 10 GB-მდე მობილური ინტერნეტი, Buyer-ის 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი, TKT.ge -ის 30 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი და Taxify-ით მგზავრობის 10 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი.

ხოლო ერთი იღბლიანი მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სუპერ პრიზს - 20,000 ლარს.

მომენტალური საჩუქრის მისაღებად საჭიროა:

· შეხვიდეთ ინტერნეტ ან მობაილბანკში და დაელოდოთ სმს შეტყობინებას, რომლითაც გაიგებთ, მიიღეთ თუ არამომენტალური საჩუქარი.

· მომენტალური საჩუქრის შემოწმება შესაძლებელია თვის განმავლობაში ორჯერ, ინტერნეტ ან მობაილბანკში პირველი შესვლისას და პირველი ტრანზაქციის შესრულებისას.

სუპერ პრიზის 20, 000 ლარის შესამოწმებლად:

· 30 ივლისის ჩათვლით ინტერნეტ ან მობაილბანკით შეასრულეთ ნებისმიერი ოპერაცია და ჯამში შეაგროვეთ 30 ტრანზაქცია.

· 31 ივლისს დაელოდეთ სმს შეტყობინებას, საიდანაც გაიგებთ მიიღეთ თუ არა საჩუქრად 20,000 ლარი.

კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს

მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ინტერნეტ ან მობაილბანკით, თიბისი სთავაზობს სწრაფ და მარტივ ონლაინ რეგისტრაციას ვებ-გვერდზე www.tbconline.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100