სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრხალათიანთა დინასტია - ვინ არის სიმპათიური გინეკოლოგი შალვა ქორიძე?

ბევრი ჩვენგანი უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას და ცდილობს საუკეთესო სპეციალისტებთან გაიაროს მკურნალობისა თუ პროფილაქტიკის კურსი.

თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე მათ არ იციან, რამდენად საიმედო ხელში აღმოჩნდებიან და ვის ანდობენ საკუთარ თავს.

„ჯანმრთელობის სახლი“ ის ერთ-ერთი საუკეთესო მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პროფესიონალთა გუნდითაა დაკომპლექტებული და უკვე მრავალი წელია საკუთარ პაციენტებს ერთგულად ემსახურება.

გთავაზობთ ინტერვიუს კლინიკის დირექტორთან, შალვა ქორიძესთან, რომელიც „ჯანმრთელობის სახლის“ პერსონალის მიერ სამედიცინო სფეროში დანერგილ სიახლეებზე მოგიყვებათ და გაიგებთ, თუ რით გამოირჩევა ეს კლინიკა თბილისში არსებულ სხვა სამედიცინო ცენტრებისგან:

- „ჯანმრთელობის სახლი“ მრავალპროფილიანი კლინიკაა. კონკრეტულად, რა მომსახურებას სთავაზობთ პაციენტს და რომელ პროფილებს მოიცავს ეს სამედიცინო ცენტრი?

შალვა ქორიძე: დიახ, „ჯანმრთელობის სახლი“ მხოლოდ სამშობიარო სახლს არ მოიცავს - ჩვენთან ტარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, როგორც ტრადიციული ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მიმართულებითაც...

ასევე, „ჯანმრთელონის სახლში“, მრავალი წელია წარმატებით ტარდება კუჭის დაპატარავების ოპერაცია და შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული გზით მკურნალობა. ჩვენთან არსებობს პალიატრიული მიმართულების ფართო სპექტრი.

გვაქვს მამოლოგიისა და უროლოგიის მიმართულებები, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, რომლის განყოფილებაშიც კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენის უახლესი დანადგარებით ვემსახურებით პაციენტებს.

„ჯანმრთელობის სახლში“ ფუნქციონირებს გენეტიკური ლაბორატორიაც. კეთდება ბრახითერაპია (როდესაც მამაკაცს პროსტატის ჯირკვალზე აღენიშნება სიმსივნური წარმონაქმნი, ამ შემთხვევაში, ბრახითერაპია ოპერაციის ალტერნატიული გზა არის).

მოგეხსენებათ, რომ პროსტატის ოპერაციის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს გართულებები, ბრახითერაპია კი ამ გართულებების რისკს ამცირებს.

- რამდენი წელია, რაც არსებობს თქვენი კლინიკა და თუ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს როგორც ინტერიერისა და აპარატურის ხარისხით, ისე სამედიცინო პერსონალის გუნდით?

- ჩვენი კლინიკა უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს, აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატებით, ჩვენი გუნდი კი, დაკომპლექტებულია საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექიმებით, რომლებიც დამატებით სტაჟირებებს გადიან სხვადასხვა ქვეყანაში.

ასე რომ, „ჯანმრთელობის სახლი“ ნამდვილად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.



- რით გამოირჩევა „ჯანმრთელობის სახლი“ სხვა მრავაპროფილიანი კლინიკებისგან, გაქვთ თუ არა, ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც საქართველოს სხვა კლინიკებში ჯერ არ არის დანერგილი?

- სწორედ ერთ-ერთი ასეთია ბრახითერაპია პროსტატის ჯირკვალზე სიმსივნური წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელზეც უკვე მოგახსენეთ - მთელ საქართველოსა და ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენთან კეთდება ეს პროცედურა.

გარდა ამისა, ექიმი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აკეთებს კუჭის დაპატარავების ოპერაციას, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო ქირურგიული პროცედურები და მას შემდეგ სხვა დაწესებულებებშიც დაინერგა.

თუმცა, ეს ოპერაცის სხვა კლინიკებში კეთდება ერთჯერადად, ჩვენთან კი სრული სპექტრით... ასევე, შაქრიანი დიაბეტის ქირურგიურლი გზით მკურნალობა მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი. „ჯანმრთელობის სახლი“ საქართველოში ერთ-ერთი ინოვატორი კლინიკაა სამედიცინო სფეროში.

- თქვენ ექიმი ხართ, რამდენი ხანია, რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობთ?

- შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების მომენტიდან, 1999 წლიდან სამედიცინო სფეროში ვარ, რადგან პარალელურად სულ ვმორიგეობდი საავადმყოფოში და ვესწრებოდი ოპერაციებს. შემდეგ უკვე დამოუკიდებლადაც დავიწყე მუშაობა.



- მამათქვენი, ბატონი ამირანი საქართველოში ცნობილი გინეკოლოგია. ხომ არ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა მამის საქმიანობამ?

- არა მხოლოდ მამა, ბაბუაც ექიმი იყო, ბიძებიც... ექიმია ჩემი დაც, ბიძაშვილებიც...

მამაჩემს მაინცდამაინც არ სურდა, რომ სამედიცინო სფერო ამერჩია, ამ პროფესიის სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემი სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. როდესაც გარშემო ამდენი ექიმი გყავს, ალბათ, სხვა პროფესიაზე ვერც ფიქრობ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100