სალომე ზურაბიშვილი თბილისის მოსახლეობას შეხვდა

დღეს, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში შეხვედრები გამართა.


სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის, კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბის ამომრჩეველს სამომავლო ხედვები გააცნო. „ხვალ მაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, თბილისის უბნებს შემოვივლით და ეს იქნება ამ კამპანიის დასასრული, მაგრამ ამ კვირას კიდევ მექნება თემატური შეხვედრები ექიმებთან , სხვადასხვა უმცირესობებთან და ა.შ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მართლაც, ყველანაირი შეხვედრა, ყოველთვის არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარი