სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.


სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. „ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიის, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელწმიფოსთვის ვიზრუნებთ და პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი“,-განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100