სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დევნა არის დაწყებული 26 პირზე“ - გიორგი გახარია საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.

ამ წუთებში მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. გახარიამ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და წარმოებულ გამოძიებებზე ისაუბრა:

„მე მესმის ყველაფერი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო ინციდენტების შესახებ, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია, მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ ნაწილზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას შეეხება და რა თქმა უნდა შემიძლია გითხრათ, რომ დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც იყო საარჩევნო პერიოდში, ყველა შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება. მათ შორის ახალქალაქზეც, სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული 26 პირზე და სამწუხაროდ დიდი ნაწილი ამხ ალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. რეალურად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შერჩევითობაზე, ახლა ვსაუბრობ მხოლოდდამხოლოდ საარჩევნო კონტექსტზე და ძალადობრივ შემთხვევებზე, აქ უბრალოდ საფუძველი არ არის, ან უნდა გვითხრათ კონკრეტული შემთხვევები და კონკრეტულად მიგვითითოთ, შეიძლება გამოგვეპარა და აქაც ვერ ვხედავთ დიდ პრობლემას, მიგვიღია ჩვენ ეს კრიტიკა, წავალთ გადავამოწმებთ, თურმე ეს ყოფილა რაღაც საუბარი ჩაწერილი ორ პერსონას შორის და რაღაც განსჯის საგანი ვერ გახდება.

ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც მძიმე ინციდენტი იყო, სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული 5 ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება, მე მესმის ოპოზიციის პოზიცია, თუმცა, ჩვენც კარგად გვესმის როდის სად , საერტაშორისო დონეზე რა განხილვები დაიწყება, გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე ყველა ის მასალა და ყველა ის საქმე, რომლის დასრულებაც შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება და წერილების გზავნაც ჩვენც კარგად ვიცით და გავაგზავნით იმ წერილებს, რომელიც დაადასტურებს სად როგორ ვინ რა ჩაიდინა და ვინ იყო დასჯილი.

მინდა გითხრათ, რომ ახალქალაქის საქმეში იყო შეკითხვა, რომ ეს ქმედება იყო პროვოცირები, დიახ იქ იყო პროვოცირების მცდელობა და ის ორი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემული და ეს საქმე სულ მალე დასრულდება.

ტელევიზიაში გაშვებული კადრები - მეც და თქვენ ცკარგად ვიცით, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და დარწმუნებული ვარ რომ ამ საქმესთანდ აკავშრებით უკვე თუ არ არის აღძრული, საქმე უახლოეს დღეებში აღიძვრება და გამოძიება დაიწყება“ - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100