24 წლის რეპერი, რომელსაც მაკიაჟის კეთება უყვარდა, ქუჩაში ჩაცხრილეს

10 იანვარს პუერტო-რიკოს დედაქალაქში რეპერი კევინ ფრეტი მოკლეს. 24 წლის მუსიკოსი ქალაქში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც უცნობმა ადამიანმა მას რვა ტყვია ესროლა - იტყობინება New York Post.


თავდასხმიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეპერი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა რეპერის მაკიაჟისადმი სიყვარულს, რადგან შემსრულებელი ხშირად იყენებდა გრიმს. ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პუერტო-რიკოს დედაქალაქში უკვე 22 ადამიანი მოკლეს ქუჩაში.

კევინ ფრეტი პოპულარული 2018 წლის აპრილში გახდა თავისი სადებიუტო კლიპით "Soy Asi", რომელმაც მალევე მოაგროვა მილიონზე მეტი ნახვა. ის თამამად აღიარებდა, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდა და სწორედ ამის გამო გახდა სკანდალური. რეპერის თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ მკვლელობა სწორედ ჰომოფობიური მოტივით მოხდა.

კომენტარი