სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ დიღომში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ცხედრები სახლში გადაასვენეს (ვიდეო)

დიდი დიღომში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ სახლში გადაასვენეს.

36 წლის ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე იმ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.

ნათესავები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ოჯახი მშენებლობის დასრულებას და ახალ სახლს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, ბოლოს საცხოვრებლად ავთანდილის ქუჩაზე ახალი წლის წინ გადავიდნენ.

„ახალი გარემონტებული ბინა ჰქონდათ, ახალი ნაყიდი ჰქონდათ. მანამდე აქ იყვნენ, ძალიან კარგი ოჯახი იყო. მეუღლე არ ვიცი, ზუსტად სად არის,“- ამბობს ოჯახის ახლობელი, გიორგი ონაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100