სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე (ჯაკო) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან დღეს ჩამოასვენეს. აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტის პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, გურამიშვილის N6-ში გაიმართება.

ლევან ჩხაიძეს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძე 21 იანვარს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100