"გაყინული ვარ, ვერ ვსუნთქავ, დამიბრუნდი გთხოვ" - გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ანი ჯაფარიძის მეგობარი გოგონას ვიდეოს აქვეყნებს და სევდიან პოსტს წერს

გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ანი ჯაფარიძის მეგობარი სოციალურ ქსელში გოგონას ვიდეოს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ (ფოტო-სქრინები).

"არ ვიცი როგორ მყოფნის ძალა რომ შევეგუო ამ ყველაფერს, შენ ხომ მპირდებოდი,რომ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით?! რატომ მომატყუე?!
ხომ მპირდებოდი რომ არასდროს დამტოვებდი და რატომ წახვედი?!რატომ?!
დანახვის დღიდანვე სხვანაირად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ დღე ერთად ვიყავით და ეს რა გამიკეთე?! გაყინული ვარ,ვერ ვსუნთქავ, ანი ჯაფარვერ ვიაზრებ რა ხდება.
დარწმუნებული ვარ კოშმარი მესიზმრება და რომ გავიღვიძებ ისევ ჩემს გვერდით იქნები.
ჩემთვის მუდამ ფერია იქნები,ჩემი პატარა და ლამაზი ყვავილი.
მე მოვალ შენთან და მაგრად ჩაგეხუტები"

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კნოლევის ქუჩაზე 20-21 წლის გოგო და ბიჭი, სავარაუდოდ ოთახში დაგროვილმა CO-მ იმსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა“ გახდა.

კომენტარი