CO-ს დაგროვების შედეგად რუსთავში 7 ადამიანი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია

CO-თი მოწამვლის მორიგი შემთხვევა - ინტოქსიკაცია ოჯახის შვიდმა წევრმა მიიღო, მათ შორის 6 ბავშვია. შემთხვევა რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სახლში დამონტაჟებული ღია წვის გამათბობელია. ორმა ბავშვმა აბაზანაში ბანაობის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც ბებიამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ოჯახის სხვა წევრებს ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.

ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი ცხრა წლის, ყველაზე პატარა კი ერთი წლისაა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი