ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, რამდენიმე ბოთლი ღვინო და ხელის ტრაქტორი.

ფაქტის შესახებ რუსთავის მერის ოჯახმა სამართალდამცველებს უკვე აცნობა.

როგორც ,,ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.


კომენტარი