ბორჯომში დაკარგული გოგონები ზესტაფონში იპოვნეს

ბორჯომში დაკარგული მე-9 კლასელი გოგონები, რომლებიც რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ზესტაფონში იპოვეს, პოლიციამ გვიან ღამით სახლებში დააბრუნა.

15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვნების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბორჯომის 1-ელი საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გოგონა გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. გვიან საღამოს სამართალდამცავებმა გაუჩინარებული გოგონები ზესტაფონში იპოვეს.

კომენტარი